სკ გაგრა





 წლებში გუნდი, რომელიც შემდეგ გაგრის სახელით გამოვიდა, ჭაბუკთა ლიგაში ასპარეზობდა ლოკომოტივის სახელით. კლუბი 198586 წლებში დაბადებული ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამ წელს უეფამ პირველად ჩაატარა ჭაბუკთა ლიგა საქართველოში და კლუბმა გამოსვლა ჩემპიონობით დაასრულა. საფეხბურთო კლუბ გაგრის ჩამოყალიბების იდეა უკვე არსებობდა. იდეა ეკუთვნოდა უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ბესო ჩიხრაძეს. 2004 წელს, ივლისში დღის წესრიგში დადგა კლუბის სახელწოდების საკითხი. გუნდს დაერქვა გაგრა, რადგნ პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე წარმოშობით გაგრიდან იყო.
პირველ ლიგაში გაგრა ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდა, მაგრამ უმაღლესში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს გაგრა ფლეი-ოფში დამარცხდა საჩხერის ჩიხურასთან, 2008 წელს – ცხინვალის სპარტაკთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ლიგის გამარჯვებულ "ჭიათურას" არ აღმოაჩნდა მყარი ფინასური გარანტიები, მის ნაცვლად უმაღლეს ლიგაში გაგრა გადავიდა. გუნდმა პირველივე მატჩი სენსაციით დაიწყო, მან მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო დაამარცხა. გაგრამ უმაღლეს ლიგაში ორი სეზონი გაატარა და შემდეგ პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2011 წლის სეზონი გუნდმა კარგად ჩაატარა, მოიგო პირველი ლიგა 2010-2011 და გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული, დაამარცხა რა ფინალში თასის სამგზის მფლობელი "ტორპედო".
როგორც იცით, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო სამსახურმა ჩვენი გუნდის ფეხბურთელი ლაშა კალანდაძე 6, ხოლო მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე 2 თამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ჩვენ არ გამოვრიცხავდით, რომ ზვიად ჯელაძის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გაგვესაჩივრებინა, ვინაიდან ვიცოდით და ახლაც დარწმუნებული ვართ, რომ მას მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მაგრამ სფფ-ს სადისციპლინო კოდექსი ამის საშუალებას არ გვაძლევს, სადაც ვკითხულობთ:
მუხლი 82. გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეიძლება გასაჩივრდეს
სააპელაციო კომიტეტში საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოტანილი სანქცია არის:
1. დისკვალიფიკაცია 4 მატჩზე ნაკლები ოდენობით ან 1 თვემდე;
2. კლუბისათვის 4 000 ლარამდე ჯარიმა, ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარამდე ჯარიმა.
შესაბამისად, ზვიად ჯელაძე ვერც მომავალ ტურში შეძლებს გუნდის სათადარიგოთა სკამიდან ხელმძღვანელობას. შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს „გაგრა.

No comments:

Post a Comment