187 სმ სიმაღლის ცინცაძე ბოლო 2 წელი ლატვიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე დაუგავპილსის "დაუგავაში" თამაშობდა, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ. მისი დახმარებით გუნდმა გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. სულ მან ბალტიისპირულ გუნდში 51 მატჩი გამართა და 3 გოლიც გაიტანა. ლატვიამდე იგი ცხინვალის „სპარტაკში“ და ერევნის „არარატში“ გამოდიოდა. მისი პროფესიონალური კარიერის პირველი გუნდი კი სოხუმის „დინამოა“.
ახალწვეულის მიერ „ტორპედოსთან“ გაფორმებული კონტრაქტი 5-წლიანია.იგი 16 იანვარს ჩვენს გუნდთან ერთად სამედიცინო შემოწმებას თბილისში გაივლის, ხოლო 3-გზის ჩემპიონი ეროვნული თასისა და ჩემპიონატის ახალი ეტაპისთვის მზადებას 18 იანვრიდან ქუთაისში შეუდგება, 1 თებერვალს კი შეკრების გასავლელად ესპანეთში გაემგზავრება და "მარბელას თასზე" მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი აღნიშნული მატჩისთვის ჩვეულ რიტმში ემზადება. აღსანიშნავია, რომ ტორპედოელთაგან დისკვალიფიკაციის გამო პაექრობას გიორგი დათუნაიშვილი დააკლდება, „მეტალურგი“ კი ამავე მიზეზით, მიხეილ მახვილაძეს ვერ ათამაშებს.
კვირას გასამართ მატჩზე „ტორპედოს“ ორმა ფეხბურთელმა ისაუბრა:
გრიგოლ დოლიძე: „ზედიზედ 3 თამაშის ვერმოგება ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, ეს უსიამოვნო სერია, „მეტალურგთან“ უნდა დავამთავროთ. ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. მართალია, მეტოქე ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მოვიგოთ. ამასთანავე, ვეცდებით, რომ ლამაზად სტილში გავიმარჯვოთ და ხასიათი გამოვიკეთოთ“.
გიორგი ფანცულაია: „რთული მატჩი გველოდება, მაგრამ სადავეები არ უნდა გავუშვათ ხელიდან. „მეტალურგისთვის“, ალბათ, ერთ-ერთი უკანასკნელი გაბრძოლება იქნება საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად და ყველაფერს გააკეთებს, რათა არ წააგოს, ამრიგად, სათანადოდ უნდა დავხვდეთ და 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში, ქუთაისში თამაშისას ყველა გუნდთან ფავორიტები ვართ, გამონაკლისი არც ახლა იქნება და ეს უნდა დავამტკიცოთ“.
No comments:
Post a Comment